LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საუკეთესო ფილმი მოგზაურობაზე

3749
unnamed

ახალი ქვეყნების, ქალაქების გაცნობა და სხვათა კულტურით, ფასეულობებით თუნდაც ცოტა ხნით ცხოვრება – სწორედ ესაა მოგზაურობა, რომელსაც ნამდვილი სიამოვნება მოაქვს.

მანამ, სანამ მსოფლიოში კორონას პანდემია მძვინვარებს და მოსახლეობის უმრავლესობა თვითიზოლაციაშია, გთავაზობთ საუკეთესო 10 ფილმს მოგზაურობაზე, რომელიც სახლში ყოფნას გაგიმარტივებთ.

“შვიდი წელი ტიბეტში” (Seven Years in Tibet, 1997) – ჟან-ჟაკ ანოს სათავგადასავლო დრამა ბრეტ პიტის მონაწილეობით, რომელსაც ჰენრიხ ჰარერის რეალური ისტორია დაედო საფუძვლად, ერთის მხრივ, ადამიანის სულის სიმტკიცეზე, მეორეს მხრივ – მისი ცნობიერების რადიკალურ ცვლილებებზეა, როცა  უცხო გარემოში აღმოჩენილს, სრულად ეცვლება წარმოდგენა რეალურ სამყაროზე.

“ველურ პირობებში” (Into the Wild, 2007) – ე.წ. “როუდ-მუვი”, რომელიც კრისტოფერ მაკ-კენდლესის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვით შეიქმნა, წარმატებული ახალგაზრდას ისტორიას მოუთხრობს მაყურებელს, რომელიც ყველაფრით უზრუნველყოფილ ცხოვრებაზე, მშობლიურ ამერიკაში ხეტიალისა და ახალი ადამიანების გაცნობის სურვილით ამბობს უარს.

“ჭამე, ილოცე, შეიყვარე” (Eat Pray Love, 2010) – ელიზაბეტ გილბერტის რომანის ეკრანიზაციაში, უცხო ქვეყნებში მოგზაურობა არა მხოლოდ საკუთარ თავში გარკვევასა და შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება 32 წლის ელიზაბეტს, არამედ ნამდვილი სიყვარულის პოვნაშიც. მთავარი როლები ფილმში ხავიერ ბარდემმა და ჯულია რობერტსმა შეასრულეს, რომელიც როგორც აღმოჩნდა დიდხანს ნატრობდა სწორედ ასეთი მოგზაურობის მოწყობას.

“უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება” (The Secret Life of Walter Mitty, 2013) – ბენ სტილერის კომედია, რომელშიც თავად შეასრულა მთავარი როლი უიღბლო ჯურნალისტის ისტორიაა, რომელსაც სამუშაოს დაკარგვის შიში აძულებს ავანტურაში ჩაბმას და სამოგზაუროდ გამგზავრებას.

“მოგზაურობა” (The Trip, 2010) – მაიკლ ვინტერბოტომის კომედია ორ სრულიად განსხვავებული მეგობარზეა, რომლებიც მხოლოდ გასტრონომიულ მოგზაურობაში გამგზავრებული ეცნობიან ერთმანეთს და პირველ რიგში საკუთარ თავს.

“ყველაფერი დაკარგულია” (All Is Lost, 2013) – სათავგადასავლო დრამა რობერტ რედფორდის მონაწილეობით, ვეტერანი მეზღვაურის ისტორიაა, რომელსაც ინდოეთის ოკეანეში სრულ მარტოობაში, დახმარების გარეშე დარჩენილს დამოუკიდებლად უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა.

“ბრიუგეში” (In Bruges, 2007) – შავი კომედია, რომელიც უამრავი პრესტიჟული პრიზით აღინიშნა, ორი დაქირავებული მკვლელის ისტორიაა, რომელთაც სწორედ ბრიუგეში უწევთ დამალვა. ფილმი ბელგიის არაჩვეულებრივი ხედებოს ფონზეა გადაღებული, მთავარი როლი კი, კოლინ ფარელმა შეასრულა.

“გვერდულად” (Sideways, 2005) – ალექსანდრ პეინის ტრაგიკომედია ორი მეგობრის მოგზაურობის ისტორიაა, რომელთაგან ერთს მძიმე პერიოდი აქვს, მეორე კი, პირიქით ახალი ცხოვრების დასაწყებას და დაქორწინებას გეგმავს, თუმცა კალიფორნიაში გამგზავრებული ხვდება, რომ ძალიან არ უნდა ერთი შეხედვით ყველაფრით უზრუნველყოფილ ცხოვრებას დაბრუნება,

“გზაში” (Away We Go, 2009) – სემ მენდესის კომედიის მოქმედება 1930-აინი წლების ბრიტანეთში ვითარდება, ახალგაზრდა წყვილს კი, მოგზაურობას უკეთესი ცხოვრების მოძიების სურვილი აიძულებს.

“ბილიკები” (Tracks, 2013) – ჯონ კერანის დრამა ავსტრალიელი მწერლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შეიქმნა და მაყურებელს ახალგაზრდა რობინის თავგადასავალზე მოუთხრო, რომელმაც უმძიმესი გამოცდა მოუწყო საკუთარ თავს და ურთულესი მარშრუტი აირჩია მოგზაურობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები