LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 სერიალი, რომელსაც მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით უყურებს

26866

ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი  „ნეტფლიქსი” ცნობილია იმით, რომ სატელევიზიო სერიალებს სრულად აქვეყნებს და მაყურებელს ეპიზოდიდან მორიგ სერიამდე ლოდინი არ უწევს. სწორედ ამ სერვისის დამსახურებაა, რომ გაჩნდა ტერმინი binge-watch, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებობს სერიალები, რომლებსაც მაყურებელი ერთი ამოსუნთქვით უყურებს. მათ შოის „ნეტფლიქსმა” ყველაზე პოპულარული სერიალების სია გამოაქვეყნა. მათგან ბევრი „ნეტფლიქსის” საკუთრებაა.

Breaking Bad / მძიმე დანაშაული

ამერიკული კრიმინალური ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად არის მიჩნეული. მასში მოთხრობილია ფილტვის სიმსივნით დაავადებული სკოლის მასწავლებლისა და ყოფილი მოსწავლის კრიმინალური ისტორია. სერიალში მთავარ როლებს ბრაიან კრენსტონი და აარონ პოლი ასრულებენ. Breaking Bad-ს „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ არაერთი ნომინაცია აქვს მიღებული.

Orange Is the New Black/ ნარინჯისფერი-ახალი შავი ფერია

ამერიკული დრამატული და კომედიური ჟანრის სერიალი, რომელიც ქალთა ციხეში მიმდინარე ამბავზე გვიყვება და ის დაფუძნებულია პაიპერ კერმანის ავტობიოგრაფიულ წიგნზე. 2014 წელს სერიალმა „ემმის“ სატელევიზო პრემიის 14 ნომინაცია მიიღო. სერიალის მეექვსე სეზონი ეკრანებზე 2018 წელს გამოდის.

The Walking Dead / მოსიარულე მკვდრები

რეჟისორ ფრანკ დარაბონტის სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ამავე სახელწოდების კომიქსები სერიაზე. ორიგინალური კომიქსი საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია, რამაც თავად სერიალის პოპულარობაც განსაზღვრა. მესამე სეზონის პრემიერა 11 მილიონმა მაყურებელმა ნახა, რითაც ყველაზე ყურებადი სატელევიზო სეზონის სტატუსიც მიიღო.

Stranger Things / უცნაური საქმეები

ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის სერიალი, რომლის სცენარის ავტორებიც ძმები დაფერები, შოუნ ლივისი და დენ კოენი არიან. სერიალმა, რომლის ახალი სეზონიც მალე გამოვა, „ემმის“ 18 ნომინაცია მიიღო.

Narcos / ნარკობარონები

ამერიკული ტელესერიალი ბრაზილიელმა რეჟისორმა ჰოსე პადილიამ გადაიღო და მისი პირველი სეზონი პაბლო ესკობარის ისტორიაზეა დაფუძნებული. ამ ეტაპზე სერიალის მხოლოდ 3 სეზონია გამოსული, თუმცა, მე-4 სეზონის გამოსვლა უკვე დაანონსებულია.

House of Cards / ბანქოს სახლი

ამერიკული დრამატული პოლიტიკური ჟანრის სერიალი, სადაც მთავარ როლებს კევინ სპეისი და რობინ რაითი ასრულებენ. სერიალში მოქმედება თანამედროვე ვაშინგტონში მიმდინარეობს და ის  კონგრესმენის, ფრენკ ანდერვუდის ისტორიას გვიყვება, რომელიც გარეტ უოკერს აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობის მოპოვებაში ეხმარება. კევინ სპეისის გარშემო აგორებული სკანდალის გამო მე-6 სეზონი მსახიობის გარეშე გადაიღეს. სერიალს „ემმისა“ და „ოქროს გლობუსის“ ყველაზე დიდი ოდენობის ჯილდო აქვს აღებული.

Prison Break / ციხიდან  გაქცევა

ცნობილი ამერიკული სერიალის გადაღება 2015 წელს დაიწყო და 2009 წელს დასრულდა. მაყურებელთა დაჟინებული თხოვნისა და რეიტინგის გამო, სერიალის შემქმნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება ახალი სეზონი შეექმნათ, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. სერიალში სიუჟეტი ორი ძმის გარშემო ვითარდება. აქედან ერთი სიკვდილმისჯილია იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, მეორე კი მის გასათავისუფლებლად იბრძვის.

13 Reasons Why / 13 მიზეზი

ამერიკული დრამატული სერიალი, რომელიც გადაღებულია ჯე ეშერის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. სერიალი საკმაოდ მძიმეა და ის თანაკლასელების ისტორიას გვიყვება, ერთ-ერთი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. სერიალის მეოზე სეზონი ეკრანებზე 2018 წელს გამოვა.

Grey’s Anatomy / გრეის ანატომია

კინოს ოსტორიაში ყველაზე პოპულარული სამედიცინო სერიალი, რომლის 14 სეზონია გამოსული. სერიალის პირველი სეზონი ეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა და ის ინტერნებისა და ექიმების ცხოვრების პირად და სამსახურეობრივ ამბებს გვიყვება. სერიალის ყველა მსახიობი დღეს სუპერპოპულარული ვარსკვლავია და ბევრი მათგანი სატელევიზიო შოუს სხვადასხვა პერიოდში გამოემშვიდობა. ერთადერთი მსახიობი, რომელიც სერიალს ბოლომდე შემორჩა, ელენ პომპეოა. 2010 წელს სერიალმა მეოთხე ადგილი დაიკავა ყველაზე შემოსავლიან შოუებს შორის, 2013 წელს კი „გრეის ანატომია“ ყველა დროის 100 ყველაზე გავლელიან სერიალთა სიაში მოხვდა.

American Horror Story / ამერიკული საშინელებათა ისტორია

ამერიკული ანთოლოგიური საშინელებათა სატელევიზიო სერიალი, რომელიც შექმნილია რაიან მერფისა და ბრედ ფელჩაკის მიერ. თითოეული სეზონი წარმოადგენს მინისერილებს სხვადასხვა ისტორიებით და პერსონაჟებით. სერიალის ზოგიერთი დეტალი ეფუძნება ნამდვილ ისტორიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები