LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 უკრაინელი ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა

179
IMG_5177_3

ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში „ლჯ და კომპანია“ დაუდასტურეს.

“ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდა და ინტოქსიკაციის ნიშნები აღარ აღენიშნებათ. ბავშვები კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩებიან, ვიდრე მათი მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელი არ იქნება,” – განუცხადა “ფორტუნას” „ლჯ და კომპანია“ – ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, 20 აპრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. ამ დრომდე არ არის დაზუსტებული, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ბავშვების თანმხლები პირი სოსისით მოწამვლას ასახელებს.

ბავშვები მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის რეფერალური კლინიკიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინელი ბავშვების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს.

ქალი ტრეფიკინგის ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

პოპულალურები