LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია საქართველოში – გაიგეთ, ვინ რამდენი მგზავრი გადაიყვანა

126
resize-O9NTRPLFaJlrAqzdjYHXbc7yQvwxgisE-980x590

2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air ლიდერობს. ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს. 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე Turkish Airlines და Georgian Airways იმყოფებიან.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია:

  • ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;

  • ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;

  • ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;

  • ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%

  • ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;

  • ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;

  • ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;

  • ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;

  • ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;

  • ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი).

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები