LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ყველაზე „ვნებიანი“ ფილმი

„საბედისწერო ვნება“ (The Immigrant, 2013, IMDb — 6,6, რეჟ. ჯეიმს გრეი, მთ. როლში: ხოაკინ ფენიქსი, მარიონ კოტიარი, ჯერემი რენერი) – არაჩვეულებრივი კოსტუმირებული დრამა ფსიქოლოგიური ტრილერის ელემენტებით პოლონელი ემიგრანტის ისტორიაა, რომელიც ნებისმიერ ფასად ცდილობს საყვარელი დის გადასარჩენას. მსახიობთა ბრწყინვალე თამაში და გასული საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფერო განუმეორებელ შარმს მატებს ფილმს.

„ლედი მაკბეტი“ (Lady Macbeth, 2016, IMDb — 6,9, რეჟ. უილიამ ოლდრაიდი, მთ. როლში: ფლორენს პიუ, კოსმო ჯარვისი, პოლ ჰილტონი) – თეატრალური სპექტაკლის სტილში დადგმულ დრამაში ახალგაზრდა კეტრინის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ბევრად უფროს მამაკაცზე გათხოვილი და ოჯახურ ცხოვრებაში იმედგაცრუებული, ახალგაზრდა მუშას უმეგობრდება, თუმცა მეგობრობა სწრაფად გადადის ყოვლისმომცველ და დამანგრეველ სიყვარულში.

„ალისფერი პიკი“ (Crimson Peak, 2015, IMDb — 6,5, რეჟ. გილიერმო დელ ტორო, მთ. როლში: ტომ ჰიდლსტონი, ჯესიკა ჩესტეინი, მია ვისაკოვსკა, ჩარლი ჰანემი) – ფანტასტიკური ზღაპრების ოსტატის გილიერმო დელ ტოროს გოთიკური შედევრი ახალგაზრდა ქალის ისტორიაა, რომელიც იდუმალებით მოცულ მამაკაცს მიჰყვება ცოლად და წარმოდგენა არ აქვს, რა ელის მეუღლის მდიდრულ, თუმცა პირქუშ სასახლეში.

„სიახლოვე“ (Closer, 2004, IMDb — 7,3, რეჟ. მაიკ ნიკოლსი, მთ. როლში: ჯულია რობერტსი, ნატალი პორტმანი, ჯუდ ლოუ, კლაივ ოუენი) – დრამა ოთხი ქარიზმატული პერსონაჟის რთულ ურთიერთობაზე, რომლებიც ერთგვარ „სასიყვარულო ოთხკუთხედს“ ქმნიან, სრულად ანგრევს სტერეოტიპებს, მაყურებელს კი, აიძულებს დაფიქრდეს სინამდვილეში რა უნდა პარტნიორისგან.

„კოკო შანელი და იგორ სტრავინსკი“ (Coco Chanel & Igor Stravinsky, 2009, IMDb — 6,4, რეჟ. იან კუნენი, მთ. როლში: ანა მუგლალისი, მადს მიკელსონი) – ცნობილი დიზაინერის და კომპოზიტორის აკრძალულ სიყვარულზე თავის დროზე მთელი ევროპული ბომონდი საუბრობდა, ფრანგმა რეჟისორმა კი, მაყურებელს ისტორიის საკუთარი ვერსია შესთავაზა.

„ესაუბრე მას“ (Hable con ella, 2002, IMDb — 8,0, რეჟ. პედრო ალმოდოვარი, მთ. როლში: ხავიერ კამარა, დარიო გრანდინეტი, ლეონორ უოტლინგი) – ესპანელი რეჟისორის მრავალი პრიზის მფლობელი დრამა ჟურნალისტისა და ცნობილი ქალი-ტორეადორის სიყვარულზე, პირველ რიგში მათ მოეწონებათ, ვისაც ორიგინალური სიუჟეტი და მოულოდნელი ფინალი ხიბლავს.

„რომანის დასასრული“ (The End of the Affair, 1999, IMDb — 7,2, რეჟ. ნილ ჯორდანი, მთ. როლში: რაიფ ფაინსი, ჯულიანა მური) – ნაღვლიანი რეტროდრამის მთავარი გმირების – მორისის და სარას რომანტიკულ ისტორია წესით ბედნიერი ქორწინებით უნად დასრულებულიყო, თუმცა, საბედისწერო შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

„რეკონსტრუქცია“ (Reconstruction, 2003, IMDb — 7,4, რეჟ. კრისტოფერ ბოე, მთ. როლში: კლაუს მულბერგი, ნიკოლაი ლი კაასი, მარია ბონევი) – სწორედ ფსიქოლოგიური დრამის წყალობით იქცა დანიელი კრისტოფერ ბოე, ლანს ფონ ტრიერის მემკვიდრედ, როცა  2003 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტად დასახელდა.

„ცდუნება“ (The Beguiled, 2017, IMDb — 6,4, რეჟ. სოფია კოპოლა, მთ. როლში: კოლინ ფარელი, ნიკოლ კიდმანი, კირსტენ დანსტი, ელ ფენინგი) – დონ სიგელის ცნობილი ფილმის „მოტყუებული“ რიმეიქში, სოფიო კოპოლამ ბრწყინვალედ აღადგინა სამოქალაქო ომის ეპოქის ატმოსფერო და იდეალურად დახატა პერსონაჟების რთული ფსიქოლოგიური პორტრეტები.

„საიდუმლო ხელნაწერი“ (The Secret Scripture), 2016, IMDb — 6,7, რეჟ. ჯიმ შერიდანი, მთ. როლში: რუნი მარა, ეიდან ტერნერი, ტეო ჯეიმსი, ერიკ ბანა) – ცხოვრების დიდი ნაწილი როზანამ ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა და ბედსაც შეეგუა, თუმცა ცნობილი ფსიქიატრის გამოჩენის შემდეგ, რასაც საიდუმლო დღიურის აღმოჩენა მოჰყვა, რადიკალურად შეცვალა მისი ბედი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები