LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 000 დოლარი – ავსტრალიაში საგზაო ნიშნების დამტარებელ ქალებს მასწავლებლებსა და ექთნებზე 4-ჯერ მეტს უხდიან

220
16583712-7293597-image-a-1-1564277110044

ავსტრალიაში ასობით ქალი, რომლებიც სამშენებლო ობიექტებზე მუშაობენ, საათში 100 დოლარს, წელიწადში კი 100 000 დოლარს გამოიმუშავებენ, რაც მასწავლებლისა და ექთნის ხელფასს 4-ჯერ აღემატება. ისინი საგზაო ნიშნებს დაატარებენ, მძღოლებს აფრთხილებენ და უსაფრთხო გადაადგილებაში ეხმარებიან.

ამის შესახებ Daily Mail წერს.

გზის კონტროლიორად მუშაობაზე ალბათ ბევრი გოგონა არ ოცნებობს, თუმცა ფაქტია, რომ საკმაოდ შემოსავლიანი საქმეა.

Altus Traffic-ის მმართველი ბეთანი ლილფორდი სტუდენტი იყო, როდესაც ამ სფეროში შედგა ფეხი. ის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე სწავლობდა და ისეთ სამსახურს ეძებდა, სადაც სრულ განაკვეთზე არ მოუწევდა მუშაობა და თან ნორმალური შემოსავალიც ექნებოდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა ეს სამსახური, ახლა კი სხვადასხვა ღონისძიებას უწევს ორგანიზებას და ახალგაზრდა ქალებს მოუწოდებს დაინტერესდნენ ამ პროფესიით.

“ყველას, ვისაც არ სურს ამ ინდუსტრიაში ყოფნა, ვეტყოდი, რომ არ შეგეშინდეთ. ჯერჯერობით კვლავ არსებობს მოსაზრება, რომ ეს არ არის ქალის სამუშაო. ვფიქრობ, ეს სტიგმა აუცილებლად უნდა დაინგრეს”, – აცხადებს ლილფორდი.

გზის კონტორლიორი ქალების ანაზღაურება სამუშაო დროზეა დამოკიდებული, თუმცა დღის განმავლობაში 60 დოლარზე ნაკლებს ძალიან იშვიათად გამოიმუშავებენ.

ერთ-ერთი თანამშრომელი ქალი ამბობს, რომ გზის კონტროლიორად მუშაობისთვის მასწავლებლის პროფესია მიატოვა.

“მინდოდა ცხორების სტილი შემეცვალა. მასწავლებლად ვმუშაობდი, თუმცა აქ ბევრად მეტს მიხდიან”, – ამბობს ის.

გზის კონტროლიორი ქალები საკმაოდ რთულ პირობებში მუშაობენ. ხშირად ძალიან ცუდ ამინდშიც უწევთ ქუჩაში დგომა, ამიტომ ასეთ ანაზღაურებას ნამდვილად იმსახურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები