LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

102 წლის იტალიელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

175
ff5459bb-0844-4719-968e-c8c6eb5ab882

102 წლის იტალიელმა ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ის ქალაქ გენუიდან არის, მკურნალობას სან მარინოს საავადმყოფოში გადიოდა. ამის შესახებ CNN წერს. იტალიკა გრონდონა ვირუსს 20 დღის განმავლობაში ებრძოდა.

“ჩვენ მას უკვდავი შევარქვით. ის წარმოადგენს იმედს ყველა იმ მოხუცისთვის, რომელიც კორონავირუსს ებრძვის.”-ამბობს მკურნალი ექიმი ვერა სიკბალდი.

როგორც ექიმმა გამოცემას უთხრა, იტალიკა საავადმყოფოში მარტის დასაწყისში მოხვდა, მას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია, მაგრამ ტესტი მაინც ჩაუტარეს და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ექიმი იმასაც ამბობს, რომ მას მინიმალური დახმარება დასჭირდა, რადგან ინფიცირებულის ორგანიზმმა თავად იბრძოლა.

ექიმები იმასაც ამბობენ, რომ იტალიკას შემთხვევის უფრო ღრმა კვლევას აპირებენ, რადგან 1917 წელს დაბადებული იტალიკა გრონდონა პირველი ცნობილი პაციენტია, რომელსაც შესაძლოა კორონავირუსი და „ესპანური გრიპი“ ჰქონდეს გადატანილი.

იტალიკა სახლში 26 მარტს გაეწერა. მისი ნათესავი ამბობს, რომ ის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალია.

მან ერთადერთი ვაჟი წლების წინ დაკარგა.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსით 86 498 ადამიანია ინფიცირებული, 9134 გარდაცვლილი და 10 950 განკურნებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები