LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ფანტასტიკური ტბა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს – რჩევები მოგზაურებს

1067
lakes

ურბანისტული პეიზაჟები აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა, მათ კი, ვისაც შვებულების მშვიდად გატარება სურს, აუცილებლად მსოფლიოს ულამაზესი ტბები უნდა მოინახულოს. შვებულებების სეზონი ახლოვდება, fortuna.ge კი მოგზაურობის მოყვარულებს ახალი ადგილების აღმოჩენაში ეხმარება.

ლაგუნა-კოლორადო – ულამაზესი ტბა ბოლოვიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჩილეს ჩრდილოეთ საზღვართან, ტურისტებს უცნაური მოვარდისფრო-ყავისფერი შეფერილობით იზიდავს, რაც პირველ რიგში, იშვიათი წყალმცენარეებით და ნალექი ქანებითაა განპირობებული.

კელიმუტუ – ინდონეზიის კუნძულ ფლორენსის 1 600-მეტრიან ვუკლან კელიმუტუს კრატერში მოქცეულ სამ ტბას უცნაური -„მოხუცების“, „ბიჭების“, „გოგონების“ სახელები და არაჩვეულებრივი ფერი აქვს, ლაჟვარდოვან-ცისფრით დაწყებული თითქმის შავით დასრულებული.

ნაკურუ – ფლამინგოების და ვარხვების საყვარელი ტბის სტუმრობა კენიაში, ნაკურუს ნაციონალურ პარკში შეიძლება, სადაც ეგზოტიკური ფრინველი მშვიდობიანად მეზობლობს იშვიათი ჯიშის შავ მარტორქასთან, ლეოპარდთან და ლომთან.

მორეინი – თუ თქვენს განწყობას ლურჯი ფერი აქვს, მაშინ კანადაში, ბანფის ნაციონალურ პარკში უნდა იმოგზაუროთ, სადაც პიკის ხეობაში, 2 000 მეტრის სიმაღლეზე მთებში ჩაკარგული ტბით ისიამოვნებთ. მორეინი მყინვარებით „იკვებება“ და მაქსიმალურ შევსებას ივლისის თვეში აღწევს, როცა შუქტეხის და მასში არეკლილი მთების წყალობით ლურჯის თითქმის ყველა ტონში იფერება.

ტბა ცზიუჩჟაიგოუს ხეობაში –  ცზიუჩჟაიგოუს ნაციონალურ პარკში, რომელიც დიდი პანდასა და 140-მდე სხვადასხვა ჯიშის ფრინველის სამშობლოდ ითვლება, მთავარ ღირსშესანიშნაობას მაინც ტბა წარმოადგენს კრისტალურად სუფთა წყლითა და ნაპირზე ჩამწკრივებული იშვიათი ჯიშის ხეებით.

ნგაკარო – უცნაური ტბა ახალ ზელანდიაში წელიწადის ყველა სეზონზე განსხვავებული ფერისაა, რაც რკინისა და გოგირდის ჟანგვის შედეგია.

პლიტვიცკის ტბა – 140 ჩანჩქერი, 20 გამოქვაბული და 16 ფირუზისფერი ტბა ხორვატიის ნაციონალური პარკის „საკუთრება“ და მთავარი ღირსშესანიშნაობაა. აღსანიშნავია, ტბის უნიკალური ფლორა, რომელმაც უამრავი იშვიათი ჯიშის ყვავილს, მათ შორის, ორქიდეას 50-ზე მეტ სახეობას მოუყარა თავი.

ჰილერის ტბა – ტბამ ავსტრალიის კუნძულ მიდლ-აილენდზე, სახელი წყალმცენარებიის წყალობით შეფერილი, არაჩვეულებრივი ვარდისფერი წყლით გაითქვა, რომელიც ჭურჭელში ავსების შემთხვევაშიც არ იცვლის ფერს.

იუკატანას გამოქვაბულის ტბა – მექსიკის გამოქვაბულის ტბებს ხშირად სტუმრობენ ტურისტები, რადგან მიწისქვეშ მოქცეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა არაჩვეულებრივ სილამაზესთან ერთად მისტიკურ გარემოსაც ქმნის.

მელისანის ტბა – უძველესი ტბა კაფალონიის კუნძულზე, საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის 20 ათასი წლისაა. მეტიც, სწორედ მელისანის ტბაზე მართავდნენ უძველესი ბერძნები წვეულებებს ნიმფებისა და ღმერთების პატივსაცემად.

გალი რატის ტბა – მართალია, გალი ტარის ტბა პაკისტანში, საკმაოდ რთულად მისაღწევ, 3 700 მეტრის სიმაღლეზე მთებშია მოქცეული, მაგრამ უნიკალური ბუნებრივი სანახაობა, რომელიც მყინვარის დნობით წარმოიშვა, მართლაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებზე.