LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 ოქტომბერს ალექსანდრე შავერზაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

350
shemodgomis-tbilisi

11 ოქტომბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში, 27-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისი“ ფარგლებში წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მუსიკისმცოდნის – ალექსანდრე შავერზაშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს.

ამ კონცერტზე, მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან შერჩეულ კამერულ ნაწარმოებებს, რომელიც შექმნილია სხვადასხვა შემდგენლობისთვის, შეასრულებენ სხვადასხვა თაობის ქართველი ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.

ალექსანდრე შავერზაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტში

მონაწილეობენ :

ლიანა კალმახელიძე (სოპრანო)

ნატალია ქუთათელაძე (მეცო სოპრანო)

თეიმურაზ გუგუშვილი (ტენორი)

ელდარ გეწაძე (ბარიტონი)

თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო)

ელენე შავერზაშვილი (ფორტეპიანო)

გიორგი შავერზაშვილი (ფორტეპიანო)

გიორგი ხაინდრავა (ვიოლინო)

გიორგი თაგაური (ვიოლინო)

ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო)

ნინო თარგამაძე (ჩელო)

ელისო ბაბუაძე (ჩელო)

ირაკლი ევსტაფიშვილი (ფლეიტა)

გვანცა აბურჯანია (სოპრანო)

ლიზა კერესელიზე (სოპრანო)

მარიამ შარაშენიძე (სოპრანო)

ვარდუი პოზოიანი (მეცო სოპრანო)

საბა ბითარაშვილი (ბანი)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები