LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

88

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 15 წელი გავიდა.

2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვაიაში ერთდროულად განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად 3000-მდე ადამიანი დაიღუპა.

ტერაქტების სერია 19-მა ახალგაზრდა ექსტრემისტმა განახორციელა.

თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს, მათგან 2 ნიუ-იორკში მდებარე ცნობილ ცათამბჯენებს დააჯახეს, რის შედეგადაც ორივე შენობა ჩამოინგრა.

ამავდროულად, ტერორისტები ვაშინგტონში პენტაგონს დაესხნენ თავს.

მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი კი იმავე დღეს პენსილვანიაში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.  ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა.

11 სექტემბრის შემდეგ  „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა.

სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია  ტერაქტიდან 10 წლის შემდეგ შეძლეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში დღეს სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები