LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 თვის თომა ყურძენს წურავს: მინდა როგორც ჩემმა წინაპრებმა ჩამრთეს ამ საქმეში, ისე ჩაერთოს შვილიც [ვიდეო]

416
toma

11 თვის თომა ღავთაძის მამა ცდილობს შვილი ოჯახურ ტრადიციებს თავიდანვე შეაჩვიოს, ასე რომ წელს, თომა საწნახელში ჩააყენეს და ყურძნის დაწურვაში მიაღებინეს მონაწილეობა.

ბესიკ ღვათაძე თბილისში ცხოვრობს, თუმცა ზემო იმერეთში, ჭიათურის რაიონის სოფელ ითხვისში, ბაბუის დატოვებულ სახლს და ვაზს უვლის. ყოველ წელს ღვინოსაც აყენებს.

“დიდი ვენახი არ გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს იმას ვუვლით. პატარა თომასთვის ახლა პირველი შემოდგომაა და ინიციატივა გამიჩნდა, რომ საწნახელში ჩამეყენებინა და დავაწურინე. როგორც წინაპრებისგან მოსდევს ჩემს ოჯახს, მეც ასე ვაკეთებ. მახსოვს პატარა ვიყავი და ბაბუა მაწურინებდა ხოლმე საწნახელში ყურძენს,” – ამბობს თომას მამა ბესიკ ღავთაძე.

მისივე თქმით, ღვინოს ტრადიციულ და ეკლესიურ ოჯახებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ასევეა მასთანაც და სურს, ის რაც წინაპრებისგან ისწავლა მის შვილს გადასცეს.

“არც ლხინი, არც ჭირი ღვინის გარეშე არ არსებობს. ეს არის ნაჟური, უფლის სისხლი. დიდი მნიშვნელობა აქვს ღვინოს, დიდი მცოდნე არ ვარ ამ საკითხში, მაგრამ რაც გადმოცემით ვიცი, ეს ყველაფერი მინდა გადავცე შვილსაც… მინდა როგორც ჩემმა წინაპრებმა ჩამრთეს ამ საქმეში, ისე ჩაერთოს შვილიც” – ამბობს ბესიკი “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები