LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავეს

124
shutterstock-790902337

პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 30 წლის კაცი დააკავა.

შსს-ს ცნობით, მას წინასწარი შეცნობით, 14  წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი.

დანაშაული რვიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები