LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

112 და შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ერთიანდება

166
112

მთავრობა შს სამინისტროს (სსიპ) საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის – ერთობლივი ოპერაციების ცენტრის სტრუქტურულ გაერთიანებას გეგმავს.

112-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის − 112-ის საშუალებით.

აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 გასცემს.

112 გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის – 112-ის მომსახურების საფასურს, საფასურის გადამხდელი პირების წრეს და მათთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მთავრობა განსაზღვრავს.

ამასთან, პროექტის თანახმად, 112 -ისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის უფლებამონაცვლედ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112, ხოლო 112-ში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრში 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით დასაქმებული მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი შესაბამის თანამდებობებზე, ჩაითვლებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროში სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები