LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ახალი ევროპული მიმართულება ქუთაისიდან – რომელ ქალაქებში იფრენთ წლის ბოლოდან

1544
wizz

უკვე ცნობილია, რომ Wizz air – ის მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით დაიწყებს: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენი, ხოლო 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება დაემატება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა და ჰერაკლიონი.

საქართველოდან დღემდე ფინეთსა და შვედეთში პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდება.

შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს  ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და უნგრული  ავიაკომპანია „ვიზეარის“ ლოგისტიკის დირექტორმა ანდრაშ სებოკმა.

,,არსებული 27 ევროპული მიმართულების გარდა, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 12 ახალ ავიამიმართულებას ამატებს, რაც გარდა იმისა, რომ შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვაში და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები