LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 დაღუპული და 21 მძევლად აყვანილი ადამიანი – რა ხდება ტაილანდის სავაჭრო ცენტრში (ვიდეო)

272
PRC-135138217

ტაილანდის სავაჭრო ცენტრში შეირაღებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბანგკოკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში თავდამსხმელის განეიტრალების მიზნით, პოლიციის და არმიის ერთობლივი ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

ქალაქ ნახონ რატჩასიმაში, სამხედრო მოსამსახურეს სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე 21 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, თავმდამსხმელი ქვეყნის არმიაში სნაიპერად მსახურობს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სროლას „ფეისბუქში“ პირდაპირ რეჟიმში გადასცემდა, თუმცა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ გვერდი მალევე დაბლოკა.

სოციალურ მედიაში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები