LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 19.6% -ია [ვიდეო]

46803682_10156281118507670_403552283863810048_o

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 19.6 % -ია.

არსებული მონაცემის მიხედვით, პირველ ტურში, ამავე დროს დაფიქსირებულ მონაცემთან შედარებით, აქტივობა გაზრდილია. პირველ ტურში 12:00 საათზე აქტივობამ 15.95% შეადგინა.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევანი ორ კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის უნდა გაკეთდეს.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები