LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

122 წლის ქალბატონის ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი საიდუმლო ტუჩის გარმონია

243
philipnoldwoman

122 წლის ფილიპინელი ქალაბტონი აცხადებს, მისი ხანგრძლივი ცხოვრების მთავარი საიდუმლო  ყოველ დილით ჰარმონიკაზე დაკვრაა.

14 შვილის დედა ფრანცისკა სუსანო ირწმუნება, რომ 1897 წლის 11 სექტემბერს დაიბადა.

ყოფილი ფერმერი ამბობს, რომ გარმონი გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება, ხილ-ბოსტნეულისგან შემდგარი დიეტა კი მის ორგანიზმს უნარჩუნებს მხნეობას.

როგორც ფრნაცისკას შვილიშვილი მარლენი ამბობს, გარმონი ბებოსთვის გარკვეული ვარჯიშია, რათა ორგანიზმი გამოფხიზლდეს და ფილტვებმა სიძლიერე შეინარჩუნოს.

„ზოგჯერ როცა ბებო უკრავს, ჩვენ მასთან ერთად ვმღერით. როცა მთელი ოჯახი იკრიბება ნამდვილი დღესასწაული იწყება“

აღსანიშნავია, რომ ფრანციკსას დოკუმენტებს ოფიციალური პირები ამოწმებენ და თუკი დამტკიცდა რომ მოხუცი ნამდვილად მე-19 საუკუნეშია დაბადებული, მას მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ქალბატონად აღიარებენ.

ამჟამად ყველაზე უხუცესი ქალის ტიტულს 117 წლის იაპონელი კანე ტანაკა ატარებს. ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა, რაც უამრავი დოკუმენტით დასტურდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები