LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ინაუგურაციის დროს ალბათ გამოგრჩათ

1077
8c001a9a9deabdf388e043a666f4d830

ოთხშაბათს პოლიტიკოსები და სელებრითები კაპილოტიუმთან შეიკრიბნენ და ჯო ბაიდენის, აშშ–ს 46–ე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ.

ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღონისძიებაზე არ იყო, თუმცა მოვიდა სხვა უამრავი პოლიტიკოსი თუ ცნობილი სახე.

ინაუგურაცია მოდისა და სტილის დემონსტრირების ეპიცენტრად იქცა. თუმცა, ბევრმა ექსპერტმა სხვადასხვა ადამიანების ჩაცმულობაში მნიშვნელოვანი აქცენტების ამოკითხვა შეძლო.

ბერნი სანდერსის ხელთათმანი გადამუშავებული ბოთლებისგანაა დამზადებული – ხელთათმანი ბერნის აჩუქეს.

პოლიტიკოსის ხელთათმანმა ტვიტერზე ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ხელთათმანი ვერმონტელი მასწავლების მიერაა დამზადებული.

გადამუშავებული ნარჩენებისგან შექმნილი აქსესუარი სანდერსს წლების წინ აჩუქეს და ის მას სიამაყით ატარებს.

კამილა ჰარისი, ჰილარი კლინტონი და მიშელ ობამა – უპირატესობა სამივემ იისფერს მიანიჭა. იისფერი კი ურთიერთშეთანხმების სიმბოლოა.

ბევრმა მნიშვნელოვანმა ქალბატონმა ინაუგურაციისთვის იისფერი სამოსი შეარჩია. მათ შორის იყვნენ ვიცე–პრეზიდენტი და რამდენიმე ყოფილი პირველი ლედი.

როგორც წესი, იისფერი დემოკრატების ლურჯი ფერისა და რესპუბლიკელების წითელი ფერის მიქსს წარმოადგენს და ურთიერთშეთანხმების სიმბოლოდ ითვლება.

ვიცე–პრეზიდენტის იისფერი ლუქი შესაძლოა ერთ–ერთი ცნობილი ფიგურისთვის პატივის მიგების მცდელობაც იყოს.

კამილა ჰარისმა იისფერი კოსტუმი შესაძლოა შირლი ჩიშოლმის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად შეარჩია. შირლი იყო პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელმაც აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

ბაიდენები, ჰარისი და დაგ ემჰოფი  – უპირატესობას ამერიკელ დიზაინერებს ანიჭებენ.

ამერიკელი დიზაინერების დაფასება საპრეზიდენტო ოჯახის ტრადიციას წარმოადგენს. პრეზიდენტი, პირველი ლედი, ვიცე პრეზიდენტი და მეორე ჯენტლმენი – ოთხივე პერსონა ამერიკელი დიზაინერების შემოქმედებას ატარებდა.

ჰარისის ლუქი ფერადკანიანი დიზაინერების მიერ შექმნილ ელემენტებსაც მოიცავდა.

ვიცე–პრეზიდენტის კოსტუმი ორი ფერადკანიანი დიზაინერის შემოქმედებას აერთიანებდა.

ჰარისმა არჩევანი კრისტოფერ ჯონ როჯერსა და სეჯიო ჰუდსონზე შეაჩერა.

კამილას ყელსაბამი ასევე ტრადიციაა.

ვიცე–პრეზიდენტის ლუქის ფინალური აქცენტი მისი საყვარელი მარგალიტისგან დამზადებული ყელსაბამი გახდა. ჰარისი უპირატესობას სწორედ ასეთ სამკაულს ანიჭებს და მარგალიტები მასზე წარსულშიც ძალიან ბევრჯერ დაუფიქსირებიათ.

ბაიდენებმა ერთმანეთს კოსტუმები შეუხამეს.

ჯილ ბაიდენმა არჩევანი ოკეანისფერ კოსტუმზე შეაჩერა და თუკი კარგად დააკვირდებით მისი მეუღლის ჰალსტუხი ზუსტად ამავე შეფერილობისაა.

პირველი ლედის პირბადე მისი კოსტუმის ფერშია.

ჯილის ნიღაბი მის ლუქს იდეალურად შეესაბამებოდა და ის კოსტუმთან ერთად ამერიკელმა დიზაინერებმა დაამზადეს.

ელა ემჰოფი და მინა ჰარისი ერთმანეთს შემთხვევით დაემთხვნენ.

კამილა ჰარისის ძმისშვილი და მისი გერი ერთნაირი სტილის კაბებით იყვნენ შემოსილი.

მოგვიანებით მინამ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა რომ ლუქები მათ არ შეუთანხმებიათ და ძალიან სახალისო დამთხვევა იყო.

ლედი გაგას გულსაბნევს, მტრედს პირში ზეთის ხილის რტო ქონდა, რაც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ლედი გაგამ, რომელმაც ინაუგურაციაზე ნაციონალური ჰიმნი შეასრულა, წითელსა და შავ ფერში შესრულებული ლუქი გიგანტური ოქროსფერი მტრედით დაასრულა.

უკეთ დაკვირვების შემთხვევაში ჩანს, რომ მტრედს პირში ზეთისხილის რტო აქვს, რაც მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს.

მისი გულსაბნევი მიკროფონს იდეალურად შეეხამა.

ოქროს მტრედი და ოქროსფერივე მიკროფონი იდეალური შეხამება გამოვიდა. ეს მიკროფონი სავარაუდოდ გაგამ სპეციალურად შეარჩია, რადგან მეორე შემსრულებელი. ჯენიფერ ლოპესი საზოაგდოების წინაშე ჩვეულებრივი მიკროფონით წარსდგა.

ჯენიფერ ლოპესის კოსტუმი ვიცე–პრეზიდენტის სტილს დაემთხვა.

ჯენიფერ ლოპესის თეთრი ლუქი ძალიან გავდა კამილა ჰარისის ერთ–ერთ კოსტუმს, რომელიც მას არჩევნების მოგების დროს, გამოსვლის დროს ეცვა.

ამანდა გორმანის სამკაული ოპრა უინფრის საჩუქარია.

ახალგაზრდა პოეტი ინაუგურაციაზე საინტერესო ლუქით წარსდგა. მას ეკეთა სამკაული, რომელიც ოპრა უინფრიმ მას ცოტა ხნის წინ აჩუქა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები