LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ფილმი, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ დეკემბერში

707

კინომანები მოუთმენლად ელიან დეკემბრის პრემიერებს. ჩვენ შევარჩიეთ ის ფილმები, რომელზეც მუშაობა მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და რომელთა პრემიერა დეკემბერში იგეგმება. პრემიერები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ ახალი წლის დადგომამდე:

ჯეკი – JACKIE

ესაა ფილმი ამერიკის პირველი ლედის,  ჟაკლინ კენედის ცხოვრებაზე. პაბლო ლარაინის ბიოგრაფიული ჟანრის ფილმში მთავარ როლს ნატალი პორტმანი ასრულებს და მისი პრემიერა 2 დეკემბერსაა დაგეგმილი.

1

ლა-ლა ლენდი – La La Land

ფილმის პრემიერა აგვისტოში, ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში შედგა. ფილმი ჯაზ-პიანისტზე გვიყვება, რომელსაც ახალგაზრდა მსახიობი უყვარდება. სურათს უკვე უწინასწარმეტყველეს ოსკარი. მასში მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სთოუნი ასრულებენ.

2

ყველაფერი, რაც გვაქვს – All We Had

ფილმის რეჟისორია ქეით ჰოლმსი, რომელიც სურათში მთავარ როლს ასრულებს. ის დედის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცდილობს ქალიშვილის ცხოვრება საუკეთესო გახადოს. ფილმი 9 დეკემბერს გამოდის კინოეკრანებზე.

3

დამწვარი ქალაქი – Burn Country

ფილმი ავღანეთიდან კალიფორნიაში ჩასული სამხედრო ჟურნალისტის ისტორიას გვიყვება, რომელიც პატარა ქალაქში კორუფციული სქემის გახსნას ცდილობს. ფილმი ეკრანებზე 9 დეკემბერს გამოდის და მასში მთავარ როლს ჯეიმს ფრანკო ასრულებს.

4

თანმხლები სილამაზე – Collateral Beauty

კიდევ ერთი საოსკაროდ გამზადებული ფილმი, სადაც მთავარ როლში უამრავ ვარსკვლავს ვიხილავთ. ჰელენ მირენი, კირა ნაითლი, ედვარდ ნორტონი, ქეით უინსლეტი და უილ სმიტი ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ. ფილმის ნახვა ასევე 9 დეკემბრიდანაა შესაძლებელი.

 

5

დამფუძნებელი – The Founder

ფილმი ამერიკელი ბიზნესმენის, რეი კროკის ისტორიას გვიყვება. მის როლს სურათში მაიკლ კიტონი ასრულებს.


6

დანაშაულის სიმძიმე – A Kind of Murder

ეს ფილმი დეტექტივების მოყვარულებს დააინტერესებთ. ის გახმაურებული რომანის მიხედვითაა გადაღებული და მასში მთავარ როლს ჯესიკა ბილი ასრულებს.

7

ვარსკვლავური ომები: ისტორია – Rogue One: A Star Wars Story

ესაა ლეგენდარული „ვარსკვლავური ომების“ სპინ-ოფი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. ფილმის რეჟისორია გარეტ ედვარდსი და მასში მთავარ როლებს ფელისიტი ჯონსი და ფორეტს უიტაკერი ასრულებენ.

8

მგზავრები – PASSENGERS

ფანტასტიკური ჟანრის მელოდრამა, რომელიც ჯონ სპეიტსის სცენარის მიხედვითაა გადაღებული. მთავარ როლებს ფილმში ჯენიფერ ლოურენსი და კრის პრეტი ასრულებენ.

 

9

მონსტრის ხმა – A Monster Calls

ფილმის სცენარი პატრიკ ნესომმა საკუთარი რომანის მიხედვით დაწერა. სიუჟეტის მიხედვით 13 წლის ბიჭის დედას სიმსივნე აღმოაჩნდება და პრობლემის დაძლევაში ბავშვს მონსტრი ეხმარება, რომელსაც ის სიზმარში ხედავს. მონსტრის როლს ფილმში ლიამ ნისონი განასახიერებს.

 

10

მზრუნველობა – Fences

ესაა დენზელ ვაშინგტონის მიერ გადაღებული ფილმი, სადაც მსახიობი მთავარ როლს ასრულებს. ფილმში მისი პარტნიორია შეუდარებელი ვიოლა დევისი, რომელიც ამ როლით უდაოდ გახდება ოსკარის ნომინანტი.

11

ოქრო – GOLD

ფილმი უიღბლო ადამიანების შესახებ გვიყვება, რომლებიც ინდონეზიის ჯუნგლებში ოქროს ეძებენ. მთავარ როლებს სურათში მეთიუ მაკკონაჰი და ედგარ რამირესი ასრულებენ.

 

12

ღამის კანონი – Live By Night

ბენ აფლეკის კიდევ ერთი კრიმინალური დრამა, რომელსაც სავარაუდოდ დიდი რეზონანსი ექნება. ფილმში აფლეკი ასევე სცენარისტად და მთავარი როლის შემსრულებლადაც გვევლინება.

 

13

ტონი ერდმანი – TONI ERDMANN

გერმანელი რეჟისორის, მარენ ადეს ფილმი, რომელიც წელს გერმანიის სახელით წარდგენილია ოსკარზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში.

 14

პატერსონი – Paterson

ავტობუსის მძღოლის, პატერსონის ცხოვრების ისტორია, რომელიც ადამ დრაივერმა განასახიერა.

15

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები