დღეს, 15 მაისს, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო არტისტის კონსტანტინე ვარდელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ  კონცერტს.

პროექტის გენერალური პარტნიორია – ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან მაესტრო ვარდელის მოსწავლეები, მევიოლინეები: ვერიკო ჭუმბურიძე, ანნა ჭანია, ანასტასია აღლაძე, ირინა როსტომაშვილი, თეონა გუბბა-ჩხეიძე, ირაკლი ცხადაია. სადირიჟორო პულტთან – ნიკოლოზ რაჭველი.

კონცერტში აგრეთვე, მონაწილეობს კონსტანტინე ვარდელის ქალიშვილი, პიანისტი – ირინა ვარდელი.

პროგრამაშია:

იოჰან სებასტიან ბახი – სამმაგი კონცერტი BWV1044, პირველი ნაწილი

ანტონიო ვივალდი – წელიწადის დრონი, გაზაფხული და ზაფხული

ერნესტ შოსონი – პოემა თხზ.25

კამილ სენ-სანსი – l’Etude en forme de Valse

ფელიქს მენდელსონი – კონცერტი ვიოლინოს, ფორტეპიანოსა და სიმებისათვის, პირველი ნაწილი

კონცერტის მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერი: კომპანია ბადაგონი საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა,  ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08