ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საარბრუკენის ხიდის, დედა ენისა და 9 მარტის ბაღების ტერიტორიაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 15 მარტიდან 31 დეკემბრამდე, დედა ენისა და 9 მარტის ბაღებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

კერძოდ, ავტობუსები N20, N23 და N95 და მიკროავტობუსები N6, N10, N35, N49, N50, N67, N109, N118, N140, N149, N150 და N200 ათონელის ქუჩისკენ გადაადგილებისას, საარბრუკენის მოედნიდან შეუხვევენ ჯერ ტოლსტოის, შემდეგ ხეთაგუროვის ქუჩაზე, გადაკვეთენ ბარათაშვილის ხიდს და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ.

ავტობუსები N20 და N23 საარბრუკენის მოედანზე მოსახვედრად გაივლიან ბარათაშვილის ხიდს, ჩაუხვევენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიასთან ხეთაგუროვის ქუჩას დაუკავშირდებიან, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

სხვა ზემოჩამოთვლილი მარშრუტები საარბრუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ხიდის ქუჩიდან ჩაუხვევენ იუსტიციის სახლისკენ, ხოლო მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ავლენ პანდუსზე, საიდანაც საარბრუკენის ხიდს დაუკავშირდებიან.

მსგავსი თემები