LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ქვეყანა ევროპაში, სადაც ისე იმოგზაურებთ, როგორც პანდემიამდე – საზღვრის კვეთის დროს, კოვიდ პასპორტს და PCR ტესტს არავინ მოგთხოვთ

621
travel-amid-coronavirus

ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოხსნა და მოგზაურობით დაინტერესებული პირებისთვის საზღვრის კვეთის პროცედურა გაამარტივა.

CheapTravel.ge შენგენის ზონაში საზღვრის კვეთის შესახებ რეგულაციების სიას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ამჟამად, ყველა შეზღუდვა მოხსნილია: ჩეხეთში, დანიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, ისლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და ხორვატიაში. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში შესასვლელად არც ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი დაგჭირდებათ, არც გამოჯანმრთელების სერტიფიკატი და არც PCR ტესტის უარყოფითი პასუხი – იმოგზაურებთ ისე, როგორც ამას პანდემიამდე აკეთებდით.

რაც შეეხება ევროკავშირის/შენგენის ზონაში შემავალი სხვა ქვეყნების რეგულაციებს, იქ გასამგზავრებლად, საზღვრის კვეთის დროს, დაგჭირდებათ:

ავსტრია – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი, ან ტესტი;

ბელგია – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება;

ესტონეთი – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი, ან ტესტი;

ფინეთი – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელების სერტიფიკატი, ან ტესტი;

საფრანგეთი – ვაქცინაციის სერტიფიკატი;

გერმანია – ვაქცინაციის სერტიფიკატი;

იტალია – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება, ან ტესტი;

ლუქსემბურგი – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება, ან ტესტი;

მალტა – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება, ან ტესტი;

ნიდერლანდები – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება;

პორტუგალია – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება, ან ტესტი;

სლოვაკეთი – მეზობელი ქვეყნებიდან შემსვლელი მგზავრებისთვის ყველა შეზღუდვა მოხსნილია;

ესპანეთი – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება;

კვიპროსი – ან ვაქცინაცია, ან გამოჯანმრთელება, ან ტესტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები