LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 თებერვალს თბილისის ოპერაში „დონ კარლოსის“ პრემიერაა

don-carlos

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მორიგი პრემიერაა.

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, გენიალური იტალიელი კომპოზიტორის, ჯუზეპე ვერდის ოთხმოქმედებიანი ოპერა „დონ კარლოსი“ კვლავ უბრუნდება თბილისის ოპერის სცენას.

საპრემიერო სპექტაკლები დაგეგმილია 15, 16, 17, 23 და 24 თებერვალს.

ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროსა და ონლაინ: https://beta.tkt.ge/Show/6529/juzepe-verdi-don-karlosi

დამდგმელი დირიჟორ ი- ზაზა აზმაიფარაშვილი

რეჟისორი – ჩეზარე ლიევი

სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი – მაურიციო ბალო;

მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი

ქორმაისტერი – შალვა შაორშაძე

ახლახან გამოქვეყნდა 15 თებერვლის საპრემიერო ჩვენების შემადგენლობა. ამ დღეს „დონ კარლოსში“ იმღერებენ გიორგი ანდღულაძე, ჯუზეპე ჯიპალი, თამარ ივერი, ვიტორიო ვიზელი და სხვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები