LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“15 წელი ჭორვილაში იყო და ეზოს გარეთაც კი არ გამოდიოდა…თაღლითურად ჰქონდა ქონება ნაშოვნი, ადამიანებს მის მიმართ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ” – ბურჯანაძე ივანიშვილზე

473
BeFunky-collage (1)

ნინო ბურჯანაძე „TV პირველის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს.

ბურჯანაძე აცხადებს, რომ ის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხო და არა საზოგადოებას.

“ივანიშვილისთვის ჭორვილაში ცხოვრება იყო დაცვა და არა ის, რომ ის ნამდვილი პატრიოტია და ჭორვილის გარდა ვერსად ვერ წამოუდგენია ცხოვრება. ლაპარაკი იყო ჭორვილიდან ფეხგაუდგმელ ცხოვრებაზე. ის რაც მე ვთქვი, არავის არ ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის გარდა.

ლაპარაკი იყო მის პირად დაცვაზე იმიტომ, რომ ადამიანს ქონება აქვს თაღლითური გზით ნაშოვნი, ბევრ ადამიანს მის მიმართ ჰქონდა სერიოზული პრეტენზიები. კაცს, რომელსაც ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა და იქ შეეძლო ცხოვრება, შეეძლო შვილები სკოლაში იქ ეტარებინა, ჭორვილაში თავისი ეზოს გარეთ არ გამოდიოდა,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

ცნობისთვის, გუშინ, 12 იანვარს, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი 15 წლის განმავლობაში ოჯახს ჭორვილაში არ აცხოვრებდა.

“ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად.”-განაცხადა ბურჯანაძემ.

თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე: „ამ ტიპის უხერხულ განცხადებას როცა აკეთებენ და აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია, რა ხდება, რა უბედურებაა ეს?!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები