LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

62
page-fec5536c-c2be-4bae-a03d-afd66b55800e

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განმარტებით, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დასაბუთების ნაწილში. ბრალდების მხარეს მიაჩნია და მიაჩნდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომ ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და მათ შორის, მიმალვის საფრთხე. სასამართლომ აღნიშნულის სრულად გაიზიარა და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა იყოს ორივე არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი და ამ ხნის განმავლობაში ორივე ბრალდებული იქნება პატიმრობაში”, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 6 იანვარს ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები