LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ივლისიდან ფრენებს „ატლასგლობალი“ იწყებს

286
ავია

თურქული ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ ქართულ ბაზარზე ბრუნდება. ის თბილისის მიმართულებით ფრენებს 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფრენების განრიგი უკვე წარადგინა, რომლის თანახმადაც, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ  თურქულ ავიაკომპანიას ნებართვა 8 ივლისს მიანიჭა.

შეგახსენებთ, „ატლასგლობალი“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, „ატლასჯეტის“ (Atlasjet) სახელით შემოვიდა. საქართველოს მიმართულებით რეისებიკი გასული წლის აპრილში შეწყვიტა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები