LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 ივლისიდან სტამბოლში გადაფრენა კიდევ უფრო გამარტივდება

106
1

თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება გასული წლის აპრილში შეწყვიტა, თბილისის მიმართულებით ფრენებს მიმდინარე წლის 16 ივლისიდან განაახლებს.

ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგების შესაბამისად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 ოქტომბერი), კვირაში 7 სიხშირით (ყოველდღიურად) შესრულდება.

რეგულარული რეისები Airbus A319, A320, A321 და A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

თბილისის აეროპორტში ახალი ავიაკომპანია შემოდის - ფრენები ხვალიდან იწყება

ფრენები 16 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე შესრულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 8 ივლისს მიენიჭა.

AtlasGlobal საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2013 წელს, Atlasjet-ის სახელით შემოვიდა. ავიაკომპანია 2001 წელს დაფუძნდა და მოკლე პერიოდში ერთ-ერთ წარმატებულ და სწრაფად მზარდ ავიაგადამზიდველად ჩამოყალიბდა თურქეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები