LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება

169
sasazgvro-punqti

საქართველოს მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგის (ე.წ. პრაღის ფორმატი) ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრს გრიგორი კარასინს.

კორონავირუსის საფრთხის გავრცელების გათვალისწინებით, საუბრის დროს განხილულ იქნა საკითხი მიმდინარე წლის 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოქალაქეთა გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.

აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ გავრცელდება შესაბამისად რუსეთის ფედერაციის და საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გამოთქვამენ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სურვილს.

შეზღუდვები არ გავრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე,-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები