LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წელს ზემოთ პირებისთვის “ბუსტერი” დოზების გაკეთება საქართველოში უახლოეს დღეებში დაიწყება – ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა

95
1

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბუსტერ დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით, ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა და ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის გაკეთებას 16 წლის ზემოთ მყოფი ყველა პირის უახლოეს დღეებში შეძლებს.

გაბუნიამ იმ დოკუმენტაციაზეც ისაუბრა, რომელიც ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების მსურველმა უნდა წარადგინოს:

“ბუსტერი დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა. ჩვენ ამ კვირაში უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ამას. რაც ნიშნავს იმას, რომ ბუსტერი დოზა, ანუ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად…

რაც შეეხება მოგზაურების დამატებითი დოზით ვაქცინაციას, მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერჯერობით არ ცნობს ყველგან დაშვებისთვის “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინას. ამის გამო, ბევრ მოქალაქეს შეექმნა გარკვეული პრობლემა, რადგან მათ მოუწიათ ყოველდღიური ტესტირების რეჟიმში ჩართვის აუცილებლობა და იმ ქვეყანაში დაწესებული მწვანე საშვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალონ ვაქცინაციის სტატუსი, გაიკეთონ ე.წ დამატებითი დოზები, ორი დოზა.

ბუსტერ დოზა არის 1 დოზა, დამატებითი დოზები, რომლებიც მოგზაურების მიზნებისთვის ან საუნივერსიტეტო გარემოში მოხვედრის მიზნებისთვის ტარდება, არის 2 დოზა, დასაშვებია მათი გაკეთება მეორე აცრიდან 1 თვის შემდეგ.

ამ შემთხვევაში, მოთხოვნილია გარკვეული დოკუმენტაცია. მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბილეთის ჯავშანი ან მოწვევა.

ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მათ ვთავაზობთ დამატებით 2 დოზით აცრას “ფაიზერის” ვაქცინით”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მწვანე პასპორტები და საპენსიო დანამატი – რა გადაწყვეტილებები მიიღო საკოორდინაციო საბჭომ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები