LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა” – გარდაცვლილის და

4698
201710151839521032244134

ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ოჯახის წევრები, მომხდარზე პასუხისმგებლობას იმ პირებს აკისრებენ, რომლებსაც ექსკურსიაზე წაყვანილ ბავშვებზე ზრუნვა ევალდებოდათ.

როგორც გარდაცვლილის და სალომე ბარკერი ამბობს, ბავშვი არ შეიძლება ამ ტრაგედიაზე თავად იყოს პასუხისმგებელი.

„16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა,“ – ამბობს გარდაცვლილის და „რუსთავი 2-თან“. 

მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის გოგოს მთელი ღამის განმავლობასი ეძებდნენ

ლაგოდეხის ნაკრძალში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მდინარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა და მყვინთავებმა ერთობლივად რამდენიმესაათიანი სამუშაოების შემდეგ შეძლეს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მოსწავლეები მდინარეში საცურაოდ შევიდნენ, რა დროსაც გოგონა მორევში მოხვდა.

„მორევიდან კლდის ქვეშ გაუჩინარდა და მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. ეტყობა იმდენად ძლიერი დინება იყო და ისეთი მორევი იყო, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა თავის დაღწევა“, – განაცხადა სულამანიძემ.

მომხდართან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. განცხადებაში საუბარია ვიზიტორთა წესების დარღვევაზე.

“დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს. ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც ამ მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები”, – წერია განცხადებაში.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ნაკრძალში კერძო სკოლა “ალბიონის” მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები