ამერიკელი თინეიჯერი თამაშის Fortnite-ის გამარჯვებული გახდა და რეკორდული თანხა, სამი მილიონი დოლარი მოიგო. ეს გეიმერების სპორტში ყველაზე დიდი საპრიზო თანხაა.

გამარჯვებული სოლო მოთამაშე 16 წლის კაილი ჯიერდორფია. ჯიერდორფი ონლაინ სამყაროში ცნობილია ზედმეტსახელით “ბუღა”.

როგორც მან BBC-სთან განაცხადა, მოგებული პრიზის უდიდეს ნაწილს შეინახავს.

“ერთადერთი რაც ახლა მინდა ახალი მაგიდა და კომპიუტერია,” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საკვალიფიკაციო ეტაპი 40-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა.

 

მასშტაბურ კომპიუტერული თამაშის შეჯიბრს ნიუ იორკი მასპინძლობდა. ფინალურ ეტაპზე 50 წყვილი და 100 სოლო მოთამაშე მოხვდა.

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები