LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

846
unnamed-file-89

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, რომელშიც 16 წლის მოზარდის მიმართ ძალადობის ფაქტია ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

საუბარია თბილისში, ქუჩაში გადაღებულ ვიდეოზე, რომელშიც მამაკაცი მოზარდზე ძალადობს. მოზარდი შშმ პირია, რომელსაც 2018 წლის აპრილში თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბიზნესსაქმიანობისთვის, კერძოდ წვენების დასამზადებლად მზიურის პარკში ჯიხური გადასცა.

ვიდეო რუსთაველის გამზირზეა გადაღებული და ის სავარაუდოდ გარემოვაჭრეების შემოწმების პროცესს ასახავს, რადგან კადრებზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ერთ-ერთ სავაჭრო დახლთან იმყოფებიან.

 

წყარო: 1tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები