LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის გოგოს გატაცება ლამბალოში – არასამთავრობოებმა აქცია გამართეს

186

ქალთა უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. ისინი სოფელ ლამბალოში 17 წლის გოგოს გატაცებას აპროტესტებდნენ და სამართალდამცველების მხრიდან დროულ და შესაბამის რეაგირებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე და კანონის შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავეები. შემთხვევა კახეთის სოფელ ლამბალოში ხუთი დღის წინ მოხდა.

არასრულწლოვანი საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად.

„არასოდეს არავინ დასჯილა გოგოს მოტაცებად, უფორმებენ ადმინისტრაციულ ჯარიმას და რომ იკითხოთ აზერბაიჯანულ თემში გეტყვიან, რომ ცოლის მოყვანა ღირს 5000 ლარი და რომ ეს დანაშაული არ არის,“ – ამბობს ”ქალთა მოძრაობის” დამფუძნებელი, ბაია პატარაია.