LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის კახელი გამომგონებელი, რომელიც ქანდაკებებს მეორადი ნივთებით ქმნის (ფოტოები)

3054
66577135-1266889076808052-3260888038984646656-n

50-ამდე ქანდაკება, რომელიც მეორადი ნივთებისგან შეიქმნა და რომელთა ავტორიც 17 წლის ქართველი გამომგონებელია.

ვაჟა ფურცელაძე კახეთში, ქალაქ გურჯაანში ცხოვრობს. ახალგაზრდა გამომგონებელმა საკუთარი შემოქმედებისა და სამომავლო გეგმების შესახებ „რუსთავი 2“-ის დილის გადაცემაში ისაუბრა.

„როდესაც პატარა ვიყავი, ჩემი დის ბუნების წიგნში ვნახე მზის სურათი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია. ეგ იყო საწყისი წერტილი, ამის შემდეგ უკვე დავიწყე ასტრონომიული წიგნების კითხვა, სამეცნიერო ენციკლოპედიების…ამ ყველაფერმა კი გამიჩინა მეცნიერების სხვა დარგების მიმართაც ინტერესი. ვკითხულობდი სხვადასხვა მეცნიერის ბიოგრაფიებს, მაინტერესებდა მათი შთაბეჭდილებები სამყაროსთან დაკავშირებით და ალბათ, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა და მე-9 კლასში პირველი ნამუშევარი შევქმენი“, – ამბობს ვაჟა ფურცელაძე და დასძენს, რომ თავიდანვე მისი ყურადღება ფანტასტიკურმა სამყარომ, კერძოდ რობოტებმა მიიპყრეს.

ტრანსფორმერების შესახებ გადაღებული მულტფილმის ზეგავლენით, ახალგაზრდა გამომგონებელი, ძირითადად რობოტებს ქმნის.  წვრილმანი ნივთები: რკინის ფული, კალმის წვერები, ლურსმნები – ეს იმ დეტალების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ვაჟა ფურცელაძე რობოტებს ამზადებს.

გამომგონებელმა მეორადი ნივთები გამოიყენა თავისი ყველაზე დიდი ნამუშევრისთვის –  სამურაის  პროექტშიც.

სამომავლო პროფესიას რაც შეეხება, კახელი გამომგონებელი ფიქრობს, რომ სწავლას დიზაინის, ან ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები