LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 ივნისს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

47
ნინო ლომჯარია

18 ივნისს სახალხო დამცველს პარლამენტში მოუსმენენ.

ნინო ლომჯარია საკანონმდებლო ორგანოში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს.

ომბუდსმენი, ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრებს.

სახალხო დამცველის ანგარიში 486 გვერდისგან შედგება. დოკუმენტი ადამიანის უფლებების მიმართულებებით იმ გამოწვევებსა და პრობლემებს მოიცავს, რომელიც საქართველოში გასულ წელს დაფიქსირდა.