LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 მაისს „ნიჭიერთა ათწლედი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთობლივ ღონისძიებას მართავენ

379

მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, 19:30 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ კლასიკური მუსიკის საღამოზე.  კონცერტი გაიმართება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში.

მონაწილეობენ:

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის”

  • საბავშვო ორკესტრი (ხელმძღვანელი ირინა ოდიშარია)
  • საბავშვო გუნდი (ხელმძღვანელი ნანა მუნჯიშვილი)
  • უფროსკლასელთა ორკესტრი (ხელმძღვანელი ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი)
  • უფროსკლასელთა გუნდი (ქორმაისტერი შიო აბრახამია)
  • სოლისტი: არაერთი საერთაშორისო კონკურსის გრანპრის მფლობელი ნანუკა გოლიაძე  (ფლეიტა, ას. პროფ. მ. ჟვანიას კლასი)

ღია ცის ქვეშ შესრულდება ი.ს. ბახის, ვ. ა. მოცარტის, ბ. ბრიტენის, ა. პიაცოლას, ნ. პაგანინის, ს. პროკოფიევის, გ. მილერის, ჩ. ჩაპლინის და გ. ყანჩელის ნაწარმოებები სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ორკესტრების, გუნდის და სოლისტების მონაწილეობით.

კონცერტის დასრულების შემდეგ, 21:00 საათიდან 00:00 საათამდე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება ყველა საგამოფენო სივრცე.  18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები