LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18-მეტრიანი ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები იქნება

174
83493758-3253003391382905-1965189344578764800-o

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქალაქში გადაადგილება საცობების გარეშე იყოს შესაძლებელი, აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

„ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმისას, ვცდილობთ, ავტობუსებებისა და მიკროავტობუსების თავისუფლად გადაადგილება უზრუნველყოთ.

„გათვალისწინებულია სპეციალური ზოლები 18-მეტრიანი ავტობუსებისათვის. იცით, რომ 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში ყველგან ვერ ივლიან. შესაბამისად, კვლევის შედეგად, გვექნება კონკრეტული არეალები და მიმართულებები, სადაც ავტობუსებს შეეძლებათ გადაადგილება. 

სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი შინაარსი არის, რომ მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და საბაგირიები ისე იყოს ერთმანეთთან შეთავსებული, რომ ადამიანისთვის გადაჯდომა-გადმოჯდომა კომფორტული იყოს“, – აღნიშნა კალაძემ. 

დღესვე კახა კალაძემ ისაუბრა, რომ საცობების თავიდან ასაცილებლად მერიამ გადაწყვიტა, ქალაქში 2 საბაგირო ააშენოს.

თბილისში 2 საბაგირო აშენდება: ერთი მათგანის ღირებულება 30 მილიონი ევროა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები