LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 ნოემბრის აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

142
5B44718B-1BD5-4714-9337-5E4875E7F369-w1023-s

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა.

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

დაკავებულებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს. ამის გამო მოსამართლემ რამდენიმე პირი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.  სამი ადამიანის გაძევებას კი პროცესზე ხმაური მოჰყვა.

აქციაზე დაკავებული 6 მოქალაქის საქმის განხილვა, დღეს მოსამართლემ რადმენიმე საათით გადადო, თუმცა განხილვა 4 საათის დაგვიანებით დაიწყო.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და ხულიგნობი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი. ისინი აქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, და პოლიტიკოსებს, რომელთაც რუსთაველის გამზირიდან გადმოინაცვლეს, თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები