LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ბილი აილიშმა „გრემის“ რეკორდი მოხსნა  – გამარჯვებულების სრული სია (ფოტრო)

632
bili-ailish-news54555

მაშ ასე, „გრემის“ რიგით 62-ე ცერემონია დასრულდა და ახლა ზუსტად ის დროა, როცა შედეგები უნდა შევაჯამოთ. წლევანდელი დაჯილდოევბა სკანდალის ფონზე დაიწყო, რადგან ცოტა ხნით ადრე „გრემის“ ყოფილმა პრეზიდეტნმა, დებორა დუგანმა აკადემიის მხრიდან სექსიზმსა და მიკერძოებულობაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ პოსტზე ყოფნისას ხშირად ყოფილა სექსუალური ზეწოლის მსხვერპლი.

ამას დაერთო კიდევ ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც პუბლიკას შოუს წამყვანმა, ალიშა ქისმა  ამცნო. ცერემონიალის მსვლელობისას ცნობილი გახდა კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ. უზარმაზარ ეკრანზე კობი ბარაიანტის ფოტო ამონათდა, რომლის ფონზეც ალიშა ქისმა და ლეგენდარულმა Boyz II Men-მა სიმღერა So Hard To Say Goodbye to Yesterday შეასრულეს: „ჩვენ ძალიან დამწუხრებულები ვართ. დღეს დილას ლოს-ანჯელესში, ამერიკამ და მსოფლიომ გმირი დაკარგა. ჩვენ ვდგავართ გატეხილი გულით სახლში, რომელიც კობი ბრაინტმა ააშენა“,   – განაცხადა ალიშა ქისმა.

ახლა რაც შეეხება დაჯიდლოვებას, ნომინაციების სიმრავლით წელს ლიზზო ლიდერობდა, რომელსაც ჯამში 31 ნომინაცია ჰქონდა, ყველაზე მეტი „გრემი“ კი სახლში 18 წლის ბილი ალიშმა წაიაღო, მან გამარჯვება 5 მთავარ კატეგორიაში მოიპოვა და დაჯილდოვების რეკორდი მოხსნა.

გამარჯვებულების სრული სია კი ასეთია.

წლის ჩანაწერი – ბილი აილიში, Bad Guy

წლის სიმღერა – ბილი აილიში, Bad Guy

წლის ახალი არტისტი – ბილი აილიში, Bad Guy

წლის ალბომი – When We All Fall Asleep, Where Do We Go?, ბილი აილიში

საუკეთესო ვოკალური პოპ-შესრულება – ლიზზო, Truth Hurts

საუკეთესო ვოკალური პოპ-შესრულება დუეტი ან ჯგუფის მიერ – Old Town Road, Lil Nas X, ბილი რეი საირუსი

საუკეთესო ვოკალური პოპ-ალბომი – When We All Fall Asleep, Where Do We Go?, ბილი აილიში

წლის როკ-გამოსვლა – This Land, ჰარი კლარკი

წლის როკ-სიმღერა – This Land, ჰარი კლარკი

წლის როკ-ალბომი – Social Cues, Cage The Elephant

წლის ალტერნატიული ალბომი – Father of the Bride, Vampire Weekend

წლის თანამედროვე ალბომი – Cuz I Love You (Deluxe), ლიზზო

წლის R&B გამოსვლა – Jerome, ლიზზო

წლის R&B ალბომი – Ventura, Anderson .Paak

წლის R&B სიმღერა – Say So, PJ Morton, JoJo

წლის R&B სიმღრა  – Say So, PJ Morton, JoJo

წლის რეპ გამოსვლა – Racks in the Middle, Nipsey Hussle, Roddy Ricch, Hit-Boy

წლი რეპ ალბომი – Igor, Tyler, The Creator

წლის რეპ სიმღერა – A Lot, 21 Savage, ჯეი კოული

წლის მუსიკალური ვიდეო – Old Town Road, Lil Nas X, ბილი რეინ საირუსი

წლის ლათინოამერიკული როკ-ალტერნატიული ალბომი – El Mal Querer, როსალია

წლის ლათინოამერიკული პოპ-ალბომი -#Eldisco, ალეჰანდრო სანსი

წლის ქანთრი ალბომი – While I’m Livin, ტანია ტაკერი 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები