LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18 წლის ქართველი პიანისტი საერთაშორისო აღიარების შემდეგ, რუსთაველის თეატრში დაუკრავს

1645
70377849-397818554269732-2306542268544188416-n

18 წლის პიანისტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, იტალიაში, ფერუჩო ბუზონის სახელობის 62-ე  საერთაშორისო კონკურსზე ტრიუმფალურ წარმატებას მიაღწია,  ხვალ 13 სექტემბერს რუსთაველის თეატრში დაუკრავს.

18 წლის ქართველი პიანისტის საერთაშორისო აღიარება

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი იტალიაში ახლახან გამართული ფერუჩო ბუზონის სახელობის პიანისტთა 62-ე საერთაშრისო კონკურსის ლაურეატი გახდა

გიორგი გიგაშვილი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პროკოფიევის საფორტეპიანო კონცერტს (N3, თხზ.26 ) შეასრულებს, საღამოს ბელგიიდან მოწვეული დირიჟორი ილია მაშკევიჩი უდირიჟორებს.

კონცერტი საქველმოქმედოა და  შემოსული თანხა ორკესტრის მუსიკოსის ვატო მაღრაძის მკურნალობას მოხმარდება.

გენერალური სპონსორები – ფონდი „ქართული გალობა“ და კომპანია „შილდა“

მხარდამჭერი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროექტის წარმდგენი – ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს ერვნულ მუსიკალურ ცენტრთან ერთად.

პარტნიორი – ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტArt.

საინფორმაციო მხარდამჭერები – სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, მედია „პალიტრა“, საინფორმაციო პორტალი 118 08

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები