LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

18:00 საათის მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

60
moderna-2

18:00 საათის მონაცემებით, „ფაიზერის“ ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 18:00 საათის მონაცემებით, 18 000-ზე მეტი ადგილია თავისუფალი.

შეგახსენებთ, „ფაიზერის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12:00 საათიდან დაიწყო, აცრა კი 26 ივლისიდან დაიწყება.

ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია booking.moh.gov.ge-ზე.

დღეს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. დღესვე, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები