17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

🌡️17-18 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა (დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით დასავლეთის…

Posted by გარემოს ეროვნული სააგენტო on პარასკევი, 15 მარტი, 2019

მსგავსი თემები