LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

198 მილიონი ინფიცირებული: კოვიდ-19 მსოფლიოში

47
კორონა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 198 მილიონს გადააჭარბა.

სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 178.9 მილიონს აღემატება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 14.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 35.6 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.6 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.