ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტექსტი, საინტერესო დასასრულის გამო, "ფეისბუქ მომხმარებლებმა" აიტაცეს

1993 წელს, მეორე კლასელის დავალება “როგორია ჩემი მამა” გუშინ სოციალურ ქსელში თათია ტიკარაძემ გაავრცელა.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტექსტი, საინტერესო დასასრულის გამო, “ფეისბუქ მომხმარებლებმა” აიტაცეს. დავალება, რომელიც მამას უნდა ეხებოდეს, რატომღაც დედით მთავრდება.

“ჩემი მამა არის კეთილი, ალალი, მშრომელი, მამაცი, ვაჟკაცური, გულუხვი. იგი მე ყველაფერს მისრულებს, რასაც ვთხოვ. მე ძალიან მიყვარს ჩემი დედა,” – ასეთია დავალების შინაარსი, რომელიც ასოების ფორმითაც გამოირჩევა.

ტეგები: დედა მამა სკოლა წერილი
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები