LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2.2 მილიარდით ნაკლები პროფილი – facebook-მა ყალბი ექაუნთები წაშალა

380
PaNHiM9

კომპანია Facebook-მა 2,2 მილიარდი ყალბი პროფილი წაშალა –  ეს წლის პირველი კვარტლის რეკორდული მონაცემებია.

ეს ციფრი სულ ცოტათი ჩამორჩება აქტიური იუზერების რიცხვს – სულ facebook-ს 2.38 მილიარდი აქტიური ექაუნთი აქვს.

კომპანიამ მკაცრი პოლიტიკა 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ პერიოდში სოციალურ ქსელში განთავსებული 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენით“ იყო დაწერილი და მისი განხილვა მოხდა.

კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ უამრავი ექაუნთის წაშლის მიუხედავად, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან ყალბი პროფილები დეზინფორმაციას ავრცელებენ.  ცუკერბერგი ამბობს, რომ ყალბი პროფილების წაშლა სხვა სოციალურმა ქსელებმაც უნდა დაიწყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები