LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2-3 წლამდე პამპერსის ტარება ბავშვის  ჯანმრთელობის პრობლემაზე არ მიუთითებს“ – ექიმი კომაროვსკი

683
kmrvskchilddnewss

უკრაინელი პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში მშობლების მიერ გამოგზავნილ აქტუალურ კითხვებს პასუხობს. შეკითხვა ამჯერად 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს და მათი პამპერსის მოხმარების ჩვევას ეხება. მშობლები ინტერესდებიან, უნდა მივიდეს თუ არა ბავშვი, რომელიც ჯერ ისევ პამპერსს მოიხმარს ბაღში და ნორმაა თუ არა ქოთნის ჩვევის გამომუშავებაზე ფიქრი ამ ასაკში:

„ძნელია დაგეხმაროთ, რადგან ეს არა ჯანმრთელობის, არამედ პედაგოგიკის პრობლემაა. მედიცინა ამბობს, რომ ბავშვს ქოთნის ჩვევა 18 თვის ასაკიდან უნდა გამოუმუშავდეს და სადღაც 22-30 თვის ასაკში ჩამოუყალიბდეს. მედიცინა იმასაც ამბობს, რომ  2-3 წლამდე პამპერსის ტარება ბავშვის  ჯანმრთელობის პრობლემაზე არ მიუთითებს და ბევრი ბავშვი ამ ასაკისთვის ჯერ კიდევ მოიხმარს პამპერსს.

რაც შეეხება საბავშვო ბაღს, ჩვენ ახლა 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ახლა ბავშვი ბაღში მაშინ მიდის, როდესაც მშობელი ჩათვლის საჭიროდ. ბავშვი, რომელსაც ჯერ კიდევ პამპერსი აცვია, დიდი პრობლემა არ უნდა იყოს აღმზრდელებისთვის. მეტიც, როდესაც ბავშვი სხვა თანატოლების ქცევას აკვირდება, რომლებიც ქოთანზე ჯდებიან, მას მიბაძვის სურვილი უჩნდება. ამიტომ მგონია, რომ ბაღი გადასარევი ადგილია 2-3 წლის ბავშვისთვის პამპერსის გადასაგდებად.“

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები