LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 ევროპული ქვეყანა, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ინვესტიციას დებს

66
CR-Money-Inlinehero-pick-investment-companny-0818

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის III კვარტალში 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით, შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ: პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 18.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი – 16.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი – 10.3 პროცენტით

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის III კვარტალში 45.7 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 96.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ. აშშ დოლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები