LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა დედა გვერდით მეყოლებოდა… ხალხი იხოცება გარშემო, დაუყოვნებლივ აიცერით” – ანი ხარიბეგაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

2309
BeFunky-collage

ინტერნეტმომხმარებელი ანი ხარიბეგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 55 წლის ასაკში დედა კორონავირუსით გარდაეცვალა.

წერს, რომ “კოვიდ 19” დედას აცრამდე სამი დღით ადრე დაუდასტურდა და ვაქცინაცია რომ მოესწრო, დედა ცოცხალი ეყოლებოდა.

ანი ხარიბეგაშვილი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“დედა კოვიდით გარდაიცვალა. 55 წლის ასაკში. 2 თვე სავადმყოფოებში მართლა გმირულად ებრძოდა ამ ვერაგ ვირუსს. იმდენად მტკივნეული და სულისშემძვრელი იყო ეს 2-თვიანი ტანჯვა მისთვის, ძალიან მიჭირს დეტალებზე საუბარი. ცალკე ბრძოლის ველი გვქონდა ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც საშინელ უსუსურობასთან და უიმედობასთან გამკლავებას ვცდილობდით მთელი ეს პერიოდი.

ამ ყველაფერს იმიტომ გიზიარებთ, რომ გითხრათ, თქვენ ამ ჯოჯოხეთის თავიდან არიდება და შეჩერება შეგიძლიათ! ამაზე უარი როგორ უნდა თქვა ადამიანმა?! დაუყოვნებლივ აიცერით და აცერით გარშემო ყველა ახლობელი ნებისმიერი ვაქცინით. არ გადადოთ და არ იყოყმანოთ! დედას აცრამდე 3 დღით ადრე დაუდასტურდა კოვიდი. ვერ მოვასწარით.. საქართველოს სტატისტიკით ორმაგად აცრილ მოქალაქეებში სიკვდილიანობა არ ფიქსირდება! ანუ, 2-ჯერ აცრა რომ მოესწრო, ახლა მე დედა გვერდით მეყოლებოდა.

არ ვიცი, ამაზე მკაფიოდ და ნათლად როგორღა დაგარწმუნოთ. საკუთარ, პირად ისტორიას გიზიარებთ, იმის დამიუხედავად, რომ ძალიან მიმძიმს ახლა ამაზე წერა.

ამის მერეც თუ ფიქრობთ, რომ “კოვიდი ჩვეულებრივი გრიპია რა..” ან გგონიათ, აცრა სიკვდილზე უარესს რამეს დაგმართებთ, ხართ ირაციონალური, უგუნური და უპასუხისმგებლო ადამიანი. აღარ არის კორექტულობის და ფერების დრო, რა! აცრა აღარც “პირადი არჩევანი” მგონია, სანამ ამასობაში ხალხი იხოცება გარშემო”,- წერს ანი ხარიბეგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები