LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 თვეში არ გაიხსნება ქვეყანა, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს…ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი სიტუაციაა დღეს დაპირებებზე, რომლებიც ვაქცინაციას ეხება: ფხაკაძე

1126
giorgifxakadze2011-2020-11-18-11-27-50-565776

ეს ვირუსი კარგა ხანს იქნება. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ღია და გამჭვირვალე საუბარია ჩვენს მოქალაქეებთან. არ უნდა მოვატყუოთ, რომ ერთ თვეში ყველაფერი კარგად იქნება. ორ თვეში არ გაიხსენება ქვეყანა, რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს და ერთმანეთს, – ასე გამოეხმაურა პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი დღეს თბილისში გამართულ აქციებს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

“სამედიცინო პირბადეები უნდა იყოს სავალდებულო. ყველა სხვა პირბადეები უნდა იყოს აკრძალული. უნდა იყიდებოდეს მხოლოდ სამედიცინო პირბადე. ეს არის ის, რაც პირველი უნდა გაკეთდეს. მეორე აუცილებელია ორმეტრიანი დისტანცია, სადაც არ უნდა ვიყოთ. მესამე ჰიგიენა. თუ ეს სამი პირობა არის, მაშინ შეიძლება საუბარი, რომ გაიხსნას.

სანამ ბოლო ადამიანი არ იქნება განკურნებული ამ ვირუსისგან საშიშროება მუდმივად არის. ქვეყანა უნდა იყოს გახსნილი მკაცრი რეგულაციების დაცვით.”- აცხადებს ფხაკაძე.

რაც შეეხება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის საკითხს, ამ სამომავლო პროგნოზს ფხაკაძე ასე აფასებს:

“ქორწილი არის და სიძე არ ვიცით ვინ არის, პატარძალზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია – ასეთი სიტუაციაა დღეს დაპირებებზე, რომლებიც ვაქცინაციას ეხება. მოსახლეობას პატარა ბავშვივით არ უნდა ველაპარაკოთ. ყველაფერი სპონტანურად ხდება და მოქალაქე დაბნეულია.” – განაცხადა ფხაკაძემ “ტვ პირველთან”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები