LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლამდე პატიმრობა ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის ნაცვლად – ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება

77

„ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება – 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება გათვალისწინებული,“ – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი კანონპროექტი.

„ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სასჯელის გამკაცრებას.  მაგალითად, იმ პირებს, რომლებიც შემაკავებელ და დამცავ ორდერებს დაარღვევენ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩამდენი პირების მიმართ იქნება, ასევე,  მკაცრი სანქციები. გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა, აგრეთვე, გახდება დამამძიმებელი გარემოება და თავად ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის სანქცია მკაცრდება – გათვალისწინებული იქნება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები